26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 098 480 ევრო) მერვედფინალში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ეთამაშება.
ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დღეს ფუჩოვიჩმა სლოვაკი მარტინ კლიჟანი 7:6 (7:4), 6:4 დაამარცხა. ცნობისთვის, 27 წლის ფუჩოვიჩს აღმავლობის ხანა უდგას და მსოფლიო რეიტინგში საკმაოდ მაღალი 38-ე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი კლასიფიკაციაში მისთვის სარეკორდო მე-20 პოზიციაზეა, ხოლო თუკი მომდევნო შეხვედრაში იმარჯვა, 90 სარეიტინგო ქულას მიიღებს და წინსვლის საშუალება ექნება.
ვთქვათ ისიც, რომ ბასილაშვილისა და ფუჩოვიჩის შერკინება ხვალ ღამით ცენტრალურ კორტზე იაპონელი კეი ნიშიკორისა და ლატვიელი ერნესტს გულბისის მატჩის მერე, დაახლოებით 24:00 საათზე დაიწყება.