ფეხბურთი

21:30 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" 19-წლამდელების ფრე დანიელებთან

"საბურთალოს" 19-წლამდე გუნდმა დღეს თურქეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გიორგი ჭელიძის შეგირდები დანიის “ჰელსინგორის” 19-წლამდე გუნდს დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ბურთი ნიკა კოპალეიშვილმა გაიტანა. მორიგ ამხანაგურ შეხვედრას საბურთალოელები 16 თებერვალს გამართავენ.

სასტარტო შემადგენლობა: ლეჟავა, ტალახაძე, ფაცაცია, გელაძე, შაქარაშვილი, ასკურავა, ჯანაშია, ხურცილავა, ხარაზიშვილი, ბლიაძე, ბერუჩაშვილი.

ცვლილებაზე ითამაშეს: ახლოური, კოპალეიშვილი, დედვდარიანი, გოდერძიშვილი, ჩხაიძე, აფრიდონიძე, გოჩოლეიშვილი.

თეგებისაბურთალო
0.121341