ფეხბურთი

17:11 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" კაპიტანი მაურო იკარდი აღარ იქნება

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი „ნერაძურის“ კაპიტანი აღარ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს არგენტინელის ახალ კონტრაქტს უკავშირდება, რომელზედაც იკარდიმ „ინტერს“ უარი განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ხელშეკრულება მაუროს „ინტერთან“ 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 26 წლის ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 7,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ის იტალიაში კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ყველაზე მაღალანაძღაურებადი მოთამაშეა.

აქვე გეტყვით, რომ კლუბის გადაწყვეტილებით კაპიტნის სამკლაური სამირ ჰანდანოვიჩს გადაეცემა.

0.110973