მადრიდის „ატლეტიკოს“ ლუკას ერნანდესი ტრავმის გამო გამოაკლდა. როგორც „როხიბლანკოს“ ვებგვერდი იტყობინება, ფრანგმა მცველმა „რეალთან“ დაპირისპირებაში მარჯვენა მუხლი დაიზიანა.
ჯერჯერობით უცნობია რა პერიოდით იუქმებს ერნანდესი, მაგრამ იგივე სახის ტრავმა დეკემბერშიც ჰქონდა და მაშინ ერთი თვე გაუცდა. დიდი შანსია 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი გაუცდეს.
სამაგიეროდ, ტრავმების შემდეგ „ატლეტიკოს“ დიეგო კოშტა და სტეფან სავიჩი დაუბრუნდნენ, რომლებმაც გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარლო ანჩელოტი პრესის წინაშე "რაიოსთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე წარსდგა...
"რონალდუს მცირე დისკომფორტი აქვს. სერიოზული არაფერია და ის ხვალ მოედანზე გასვლას მოახერხებს. მაგალითად დღეს, ის საერთო ჯგუფთან ერთად ყველანაირი შეზღუდვის გარეშე ვარჯიშობდა. მას ტრავმა არ აქვს. თავიდან მისთვის მცირე დასვენების მინიჭება გვსურდა, მაგრამ შემდგომში გაფავიფიქრეთ. მან უკეთ იცის, რა იქნება მისთვის უკეთესი. ის თავის სამუშაოს ასრულებს და არაფრითაა უკმაყოფილო. ყველა მშვიდადაა. ეს არც იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ ამხელა ყურადღება დავუთმოთ".
"კასილასის თემა უკვე არააქტუალურია, ახალს ვერაფერს გეტყვით, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ ვისაუბრე ამაზე და შემიძლია გავიმეორო. ლოპესი არის ის ადამიანი, რომელიც, ჯანმრთელად ყოფნის შემთხვევაში ლა ლიგის მატჩებში კარს დაიცავს. დიეგოს იმდენივე მოაქვს გუნდისთვის, რამდენიც იკერს. "რაიოსთან" ლოპესი იდგება, "ბორუსიასთან" - კასილასი".
"ჩაბი ალონსომ, შესაძლოა, უკანასკნელ ორ თამაშში თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა, მაგრამ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ჩვენს სათამაშო მოდელს ძალიან კარგად ერგება. ყველა ცდება, ყველას აქვს ჩავარდნა. მაგრამ გავიმეორებ - ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დავინახავ, რომ მას დასვენება ესაჭიროება, აუცილებლად დავასვენებ".
"პრიმერას მოგების შანსები არ დაგვიკარგავს. სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ, წარმატების მომტანი უნდა გახდეს. ძალიან კარგ შედეგებს მიგაღწიეთ, მაგრამ შემდეგ თავს რამდენიმე შეცდომის დაშვების უფლება მივეცით და ამან უმალ იმოქმედა. ვეცდებით, საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ. დღევანდელ ფეხბურთში შეცდომა ძვირად გიჯდება. თავი ხელში უნდა ავიყვანოთ და წარმოვაჩინოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია".
""რაიო ვალეკანო" - ძალიან კარგი, მოთამაშე გუნდია. ასეთი გუნდებისგან ყოველთვის გახსნილ ფეხბურთს ელიან, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. ბევრი ცდება, როდესაც ამბობს, რომ პრიმერა ორი გუნდის ჩემპიონატია, აქ ძალიან კარგი კონკურენციაა, ყველას შეუძლია შენი დამარცხება ან წინააღმდეგობის გაწევა მაინც. ეს ჩემპიონატის დონეს ავლენს".
"ლუკა მოდრიჩს მცირე პრობლემები აქვს. ის ავად გახდა და მატჩისწინა ვარჯიშზე არ იმყოფებოდა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ხვალ თამაშს".
"პრობლემა ალბათ გუნდის დაცვით თამაშშია. ორ უკანასკნელ შეხვედრაში 6 გაშვებული გოლი ძალიან ბევრია. მცირე შეცდომები დავუშვით, რომლებიც ძვირად დაგვიჯდა. მოტივაციასა და კონცენტრაციასთან პრობლემები არ გვაქვს. უბრალოდ დავუშვით შეცდომები, რომლებზეც, შესაძლოა შემდგომში ვინანოთ".
"კრიშტიანუ სტანდარტებში მთავარია. თუ ჯარიმას გარეთ ბეილი ურტყავს, ესეიგი მათ ერთმანეთში მოილაპარაკეს".
"არ ვიცი, ჩემპიონობისთვის რამდენი ქულის მოგროვებაა საჭირო. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება ძალიან საინტერესოა. ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. თუ 90 ქულა დააგროვე - ეს იმის გარანტიაა, რომ საპრიზო ადგილს დაიკავებ".
"ყველა გუნდს აქვს თავისი განუმეორებელი სტილი. აქ არც "რაიოა" გამონაკლისი. მომწონს ის, თუ როგორ თამაშობს ეს გუნდი. ვფიქრობ, "რეალსაც" შეიძლება მოთამაშე გუნდი უწოდო. "რაიო ვალეკანო" შემტევი გუნდია, რომელიც ძალიან სწრაფ და დინამიურ ფეხბურთს თამაშობს".
"არ ვარ გაკვირვებული დიეგო ლოპესის მიმართ ბოლოდროინდელი კრიტიკით. მაგრამ ეს ყველაფერი პრესაში რჩება, ჩვენში მსგავსი თემები არ განიხილება და არც ვრცელდება".
"მოურინიოს სიტყვები იმის შესახებ, რომ ის "რეალისგან" მეტს ელოდა? ეს მისი აზრია. მას თავისი საქმეც ბევრი აქვს: მაგალითად, ის იბრძვის ტიტულისთვის, რომელიც მისმა ამჟამინდელმა გუნდმა შარშან ვერ მოიგო".
"ბეილს ისეთივე პრობლემები აქვს, როგორიც მთელ გუნდს. მას ფიზიკასთან პრობლემა არასოდეს ჰქონია, ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ მან კოლექტივში თავი უფრო დამაჯერებულად იგრძნოს და მოედანზე თავს გუნდის მნიშვნელოვან წევრად თვლიდეს".
ინფორმაციის წყარო: AS
--------------------------------------------------------------------------------------------
შენ გოგოს ვტენე კარლო ძირამდე!!! კასო ათამაშე შე ნაბI--986ჭVარო!
კარლო შენ გოგოზე ივარჯიშა მთელმა ფორუმა დაყენე კასილასი კარებში ბრმა ხარ თუ ზღვის გოჭი
მადრიდის "რეალისა" და უელსის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ბენჯამინ ტოშაკმა, რომლის მეთაურობის ქვეშ გარეთ ბეილის დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა ეროვნულ ნაკრებში, განაცხადა, რომ უჭირს იმის ახსნა, თუ რას ფიქრობდა "რეალის" 11-ნომერი, როდესაც შუა თამაშში მოედანი დატოვა და ბუცების გამოსაცვლელად გაეშურა...
"მატჩის 70-ე წუთზე მოედნის დატოვება ბუცების გამოსაცვლელად დიდი დანაშაულია, მწვრთნელმა ის ერთი თვით უნდ ადასაჯოს. "ლივერპულში", სადაც გავიზარდე, მსგავსი საქციელი წარმოუდგენელი იყო."
გარეთ ბეილმა მატჩის მეორე ნახევრის 25-ე წუთზე ბუცების გამოიცვლა ისურვა. ის სათადარიგო სკამისკენ გაეშურა და ამ საქმეში კომპეტენტურმა ადამიანმა მას ბუცების სხვა წყვილი გამოუტანა.
სწორედ იმ დროს, როდესაც უელსელი ფეხსაცმელს იცვლიდა, "სევილიამ" თავისი კონტრშეტევა იმ ფრთიდან წამოიწყო, სადაც როგორც წესი ბეილი იმყოფება... ბურთი რაკიტიჩმა მიიღო და პეპე იძულებული გახდა თავისი ზონა დაეტოვებინა და უელსელი დაეზღვია, თუმცა ივან რაკიტიჩმა პორტუგალიელი დიდებული ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა და ბაკა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც არ დააყოვნა და ანგარიში 2-1 გახადა "სევილიას" სასარგებლოდ...
ინფორმაციის წყარო: Marca
ალონსოს დასვენებას მეც ვფიქრობდი და პატარა ალონსომ ითამაშოს რაიოსთან,ეს გაცილებით უკეთესია.
კარლო მორატა ათამაშე შე როსკიპის გაგდებულო!
ბოლო ორ მატჩში დიეგო ლოპესის კარის მიმართულებით ზუსტად სულ 9-ჯერ დაარტყეს, აქედან 6-ჯერ გოლი გავიდა... აი რა არის რეალის ჩავარდნის მთავარი მიზეზი
მართალი ხარ ძმაო
რაიო მაგარ ფორმაშია როგორც სევილია ბოლო 6 თამაშიდან 3 მოიგეს და 3 ფრე. ზერელად თუ მოეკიდნენ ამ თამაშს რაიო უეჩველი გაუხრის. კარგი გუნდია რაიო აუტცაიდერებიდან ალბათ ხველაზე სანახაობრივ და მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს.
რეალმა როგორ დაკარგა ჩემპიონობა ვაი თკვენს პატრონს.
გატეხავს ამ თამაშს რაიო
უფრო სწორად არ გატეხავს.
0-6
წინა თამაში გახსოვთ ? რაიო-რეალი 2-3... აი მაგის მერე მომწონს ეს გუნდი,ტიპებმა რა ითამაშეს მეორე ტაიმში გავგიჟდი არ ჩერდებოდნენ უტევდნენ და არ გაუმართლათ
@@@
აუ ეხლა რაიომ რომ დაადოს რეალს რა მაგრათ გამისწორდება
ოცნების სფეროა, მაგრამ მაინც......მიდი რაიო!
ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და ერთ ერთი ლიდერი გუნდის სირბილს და სისწრაფეს ვერ მოთხოვ მარა მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში ჯერკიდევ და ამის ასაკში რო იმ დონეზე თამაშობ რო რეალის ძირითადში ხარ ცუდი არაა
რაიო მიდი აჩვენე კლასი..
)))))))
თანდათან უნდა შეეჩვიოს რეალი ამის გარეშე თამაშს ძაან ემჩნევა ასაკი
უკვე ძალიან შენელებული კადრიაააა, ვეღარ უძლებს ბუსსკეცსს