თამაშგარე

15:57 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიძვა მახბუბა მამედზადეისი

აპნისს, 2018-ისა, ასულმან ადარბადაგანისამან, მკვიდრმან ქალაქ ბაქოისი და მოდელმან შვენიერმან, მახბუბა მამედზადემ, ჰქმნა ამბავი მეტად სასირცხვო და არდასაჯერი. ქალწულობაი მისი, გამოდვა შარა-გზაზედ და ითხოვა 100 000 ევრო-ფული მასზედ, ვინც მოისურვებდის ქალწულობაი მახბუბაისი ხელთა ეპყრო და ცისკრამდის ეჯმუჯნა ყოველნი კიდურნი მისნი.

ასული ესე მამედზაზე, არს მოდელი ბაქოისი და ყოვლად კეთილად იცის გარდახრა წირნაშე კამერისა ფოტოსმღებისა. იღო მრავალნი ფოტონი ვნებისაღმძვრელნი და მოუწოდა მამრთა ოქროსმქონეთა, გაეღოთ ჭუჭყი ხელისა და ალაგად ფუნდუკსა ფრანკონიისა, ექმნათ ბილწობაი და მრუშობაო მრავალგზის.

შემდგომად გასვლის თვისა მრავლისა, არღარა ისმის ხმაი მახბუბაისი ესე და არრა გაგონილ იქმნა ამბავი მოხდა თუ არა თანაყოფაი დიდი სიძვისმიერი. ოდენ გვესმა ხმაი, რომე ქალი ესე მამედზადე მიჯნურ ეყო მობურთალსა გალიისა, კილიან მბაპესა და მბაპემან არაერთგზის აღიღო სურვილი თვისი და განახმო ყვავილი ასულისა ბაქოს მკვიდრისა.

გარნა გვიკვირს ამძუვნებაი მოდელისა ესე? გარნა უცნაურს არს ჯეელის მბაპეის ხურუში და ვნება? ოდეს ქალმან სიქალწულე შარა-გზაზედ გამოდოს, გაოცებაი და ეჭვი ქრება, რამეთუ სურვილი ესე, წარმოაჩენს ფიქრსა და გულს ადამის ძისა და ჩვენი დარდი მინგეჩაურის წყალსაც წაუღია!

0.140719