ფეხბურთი

9:51 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: „ღირსეულად გავიმარჯვეთ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა გუნდმა ღირსეულად მოიგო, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

„ვფიქრობ, ჩინებული მატჩი ჩავატარეთ. მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვიყავით და ბალანსსაც კარგად ვიცავდით. ფრთხილად და აგრესიულად ვმოქმედებდით.

პირველ ტაიმში რამდენჯერმე დავკარგეთ ბურთი, მაგრამ შესვენების შემდეგ ვითარება გამოვასწორეთ. ღირსეულად გავიმარჯვეთ. თუმცა, ახლა მხოლოდ შესვენებაა 180 წუთიან დაპირისპირებაში.

მიხარია, რომ დი მარიამ კარგად ითამაშა. მეორე გოლის ეპიზოდში კი მან იდეალური პასი მისცა მბაპეს.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.11258