ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, „პარი სენ-ჟერმენთან“ შინ წაგების შემდეგ (0:2), „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრიზელებმა ისინი რეალურ სამყაროში დააბრუნეს.
„ბოლო დროს ასეთი დონის მატჩები ცოტა გვქონდა. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დამთავრდა. ვეცდებით, მომავალში უკეთ ვითამაშოთ. მაგრამ დღეს პარიზელებმა რეალურ სამყაროში დაგვაბრუნეს.“ - განუცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა უეფას პრესსამსახურს.
შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით, „მანჩესტერი“ პირველად დამარცხდა.