ფეხბურთი

23:30 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" უხვბურთიანი ფრე

საქართველოს ჩემპიონმა “საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა – ამჯერად, თბილისელები ბოსნიის პირველადგილოსან “სარაევოს” გაეჯიბრნენ. გოლებით დახუნძლული სპარინგ-მატჩი 3:3 დასრულდა.
დებიუტშივე საბურთალოელები დაწინაურდნენ – ოგნენ როლოვიჩმა “საბურთალოს” მაისურით პირველი გოლი გაიტანა. მალევე მეტოქემ გაათანაბრა. თუმცა, ზედ ტაიმის მიწურულს მონტენეგროელმა ფორვარდმა დუბლი მიითვალა – როლოვიჩმა თავით მოახერხა მეტოქის კარის აღება.

მეორე ნახევარში ბოსნიელებმა ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, შემდეგ კი წინ გასვლაც მოახერხეს. შეხვედრას საბოლოო წერტილი გურამ გოშთელიანმა დაუსვა, 3:3.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 15 თებერვალს რუსეთის პრემიერლიგის “ახმატთან” გამართავენ. მეორე შეკრებას კი ყაზახეთის “კაისართან” მატჩით დასრულებენ.

თურქულ შეკრებაზე “სარაევოსთან” გამართული შეხვედრა მეექვსე გამოდგა ჩვენი კლუბისთვის. საბურთალოელებმა რუმინულ “ვიტორულს” 2:1, ხოლო სერბულ “ნაპრედაკს” 3:0 აჯობეს. ფრედ დაასრულეს მატჩები მაკედონიის “პანდევის” აკადემიასთან (0:0), შვედურ “ესკილსტუნასთან” (1:1) და “ბოსნიურ “სარაევოსთან” (3:3). ხოლო ერთ შეხვედრაში, მაკედონურ “რაბოტნიჩკთან” 1:2 დამარცხდნენ.

საბურთალო: შელიხოვი, მალი, ცნობილაძე, კაკუბავა, თევზაძე, ალთუნაშვილი, ტერა, შინდაგორიძე, გვარაძე, დვალიშვილი, როლოვიჩი.
მეორე ტაიმში ითამაშეს: ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი, ვაგნერი, კოხრეიძე, დიასამიძე, გოშთელიანი.

"საბურთალოს" პრესსამსახური

თეგებისაბურთალო
0.114429