კალათბურთი

22:30 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეჟანიშვილი კვირის კალათბურთელად აღიარეს

20 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილის აშშ-ს კოლეჯების ლიგის (NCAA) ბიგ 10-ს კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რაც ჩვენებურის ბოლოდროინდელი ასპარეზობიდან გამომდინარე, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბეჟანიშვილის “ილინოისმა” კვირის განმავლობაში ორივე მატჩი მოიგო, ქართველი ცენტრის საშუალო მონაგარი კი 25.5 ქულა და 6.0 მოხსნა იყო. გიორგიმ თავი განსაკუთრებით “რატგერსთან” მატჩში გამოიჩინა, როდესაც 35 ქულა ჩააგდო და გუნდის “ფრეშმენებისთვის” (პირველწლიანები) რეკორდი დაამყარა.
ილინოისის უნივერსიტეტს სატურნირო ცხრილში 5 მოგება და 8 მარცხი აქვს და ბიგ 10-ს კონფერენციაში მე-9 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩი კი 15 თებერვალს “გონზაგა ბულდოგსს” ესტუმრება.

0.106968