ჩოგბურთი

22:05 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ნორვეგიელთან წააგო

საქარველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე შრიუსბერში მიმდინარე ITF-ის ტურნირის 1/16-ფინალში მსოფლიო რეიტინგის 288-ე ნომერთან, ნორვეგიელ ულრიკე ეიკერთან 6:7, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 41 წუთს გაგრძელდა.

ეკომ შეხვედრა კარგად დაიწყო და ბრეიკით დაწინაურდა. თუმცა ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი სეტი ტაიბრეიკზე 7:2 მოიგო. მეორე სეტის სტარტზევე ქართველმა ჩოგბურთელმა თავის ჩაწოდება დათმო და მას შემდეგ შეხვედრის შემოტრიალების რეალური შანსი აღარ ჰქონია.

გორგოძემ უამრავი შეცდომა დაუშვა და აშკარა იყო, რომ მეტოქემ პირველ რიგში ფსიქოლოგიურად აჯობა.

0.113507