კალათბურთი

21:15 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკმა ჩემბერლენის რეკორდი დაამხო

„ოკლაჰომამ“ შინ „პორტლენდი“ 120:111 დაამარცხა. რასელ უესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა 21 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი.

უესტბრუკმა ზედიზედ 10 სამმაგი დუბლი მიითვალა, რითაც უილტ ჩემბერლენის 51-წლიანი რეკორდი დაამხო. ჩემბერლენმა ზედიზედ ცხრა სამმაგი დუბლი 1967/68 წლების სეზონში შეასრულა.

მომდევნო შეხვედრას უესტბრუკის „ოკლაჰომა“ 15 თებერვალს გასვლაზე „ნიუ ორლეანს“ დაუპირისპირდება, სადაც რასელს თავისივე რეკორდის გაუმჯობესების შანსი ექნება.

0.125303