მადრიდის „ატლეტიკოს“ დიეგო კოშტა დაუბრუნდა. 30 წლის შემტევმა ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი „როხიბლანკოს“ სავარაუდოდ, 20 თებერვალს, „იუვენტუსთან“ მატჩში დაუბრუნდება.
კოშტამ ტრავმა გასული წლის ნოემბერში მიიღო და იძულებული გახდა, რომ ოპერაცია გაკეთებინა.
მიმდინარე სეზონში დიეგოს ანგარიშზე 15 მატჩი, 4 გოლი და 2 საგოლე პასია.