ფეხბურთი

19:45 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოტამ პსჟ-ს ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა

36 წლის ტიაგო მოტა პსჟ-ს ახალგაზრდულ გუნდს გაწრთვნის, აღნიშნულ ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს. წყაროს ცნობით, მოტამ უეფადან შესაბამისი ლიცენზია მიიღო და მისი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.

ტიაგოს საფეხბურთო კარიერის მანძილზე ისეთ დიდ გუნდებში უთამაშია, როგორებიც არის "ბარსელონა", "ატლეტიკო", "ინტერი" და ბოლოს პსჟ.

ნახევარმცველი 2011-16 წლებში იტალიის ნაკრების წევრიც იყო, სადაც 30 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.124132