საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიას ამხანაგურად გაეჯიბრება. შეხვედრა 19 ნოემბერს, ბალკანეთში გაიმართება. ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თუმცა, ხორვატულმა მხარემ უკვე გაასაჯაროვა ცნობა.
საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის შესარჩევ ეტაპს შვეიცარიაში დაასრულებს და სწორედ ამ მატჩის შემდეგ მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონთან სპარინგს გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველო და ხორვატია ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. თბილისში „ჯვაროსნებმა“ ლევან კობიაშვილის გოლით მოიგეს, ხოლო ხორვატიაში მასპინძლებმა იმარჯვეს (2:1).