ჭადრაკი

14:35 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა

ჭადრაკის სასახლეში გამართულ ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის მეორე წრის ტაი-ბრეიქზე ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გიგა ყუფარაძემ პირველივე დამატებით მატჩში დავით ჯოჯუა ანგარიშით 1,5:0,5 დაამარცხა და შემდეგი წრის საგზური მოიპოვა.

დავით არუთინიანის და კოკა შანავას პირველი მიკრო-მატჩი (25 წთ.) ყაიმით 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი (10 წთ.) კი - არუთინიანის გამარჯვებით: 1,5:0,5.

ამრიგად, ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ფანცულაია - არუთინიანი და ყუფარაძე - პაიჭაძე.

დებულება

ფოტოგალერეა

ანალიზით პარტიების პირდაპირი ჩვენება

საქართველოს ფედერაციის საჭადრაკო ტელევიზია

0.119401