კალათბურთი

13:35 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 4 ქულა და ზედიზედ მე-4 გამარჯვება

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და საპლეიოფო ზონაში დაბრუნდა.

დღეს დილით მიჩიგანელები დედაქალაქურ “ვიზარდსს” დაუხვდნენ და 121:112 მოიგეს. ვეტერენმა ქართველმა ცენტრმა მოედანზე 7 წუთი გაატარა, ორივე ორქულიანი გამოიყენა და 4 ქულას 1 მოხსნა და 1 პასი წაამატა.
“პისტონსს” ტრადიციულად ანდრე დრამონდმა და ბლეიკ გრიფინმა ულიდერეს. პირველმა 32 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა, მეორემ კი – 31 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი.
“პისტონსმა” 26 მოგებითა და 29 მარცხით მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, შემდეგი შეხვედრა კი 14 თებერვალს, ბოსტონში, “სელტიქსთან” ელის.

0.118547