თამაშგარე

11:51 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარა კარბონერო ხელში კალამს დაიჭერს

ვინ არ იცის ვინ არის ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი გოლკიპერის, იკერ კასილასის ცოლი სარა კარბონერო. ამ ქალის შესახებ მსოფლიოს ბულვარულ პრესაში იმდენი დაწერილა და თქმულა, ყველა ეს ტყულ-მართალი ამბები რომ აღწერო და დაახარისხო, მთელი კარაბადინი გამოვა.

საკუთარი ცნობადობა კარგად უწყის თავად სენიორა სარამ და ქმრის მიბაძვით, ავტობიოგრაფიული წიგნის წერა დაიწყო. იკერ კასილასმა საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნი შარშან გამოსცა და ესპანურენოვან მკითხველებში საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ახლა კი უკვე სარას ჯერი დადგა.

სარა კარბონერო როგორც იცით მოქმედი ტელეჟურნალისტია და ჟურნალისტის ხელობა მისი პროფესიაა. იკერის ცოლის ამბობს, რომ თავსგადამხდარ წარსულ ამბებს წიგნში დაუფარავად აღწერს და არც იკერთან განცდილ ინტიმურ რამე-რუმეებს მოერიდება. ხალხს სწორედ ეს აინტერესებს, თორემ სარა რომ მიკროფონს და იკერი ბურთებს იჭერდა - ეს ისედაც ყველამ ვიცით...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136472