ფეხბურთი

9:49 | 12.02.2019 | ნანახია NaN - ჯერ

„იუვენტუსს“ სალაჰის შეძენა სურს

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა ნახევარმცველმა, მოჰამედ სალაჰმა, შესაძლოა, კარიერა ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელოს. გვამცნობს Sky News Arabia. პორტალის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი ევროა. ტურინელთა ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს ეს იდეა თურმე ძალიან მოსწონებია.

სავარაუდოდ, სალაჰი არგენტინელ პაულო დიბალას შეცვლის, რომელსაც ტურინელთა მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტი მოსვლია. თუ დიბალას შეძენა ვერ შეძლეს, ტურინელები მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ მარკო ასენსიოზე გადაერთვებიან.

მიმდინარე სეზონში, სალაჰმა, ინგლისის ჩემპიონატში 17 ბურთი გაიტანა და „მანჩესტერ სიტის“ არგენტინელ შემტევთან, სერხიო აგუეროსთან ერთად, პრემიერლიგის მეგოლეთა დავას ლიდერობს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:51 | 30.04.2014
popof (463)

ღირსეული შემცვლელი უნდა დატოვო ისე არ ვერ წახვალ ..და ერთ ლიგის თასს იმსახურებ ჯონ ..წელს უნდა აწიო

19:49 | 30.04.2014
რაჭა (10043)

ეს სხვაგან არც წარმომიდგენია

19:48 | 30.04.2014
aristokrat-gio (678)

დღეს არ უნდა გაახარო მადრიდელი ჭუჭუები და განსაკუთრებით ეგ სამშობლოს მოღალატე

19:39 | 30.04.2014
Belgium's Golden Generation (2133)

აუცილებლად ჯონ შენ ჩვენი ყველაზე დიდი ლეგენდა ხარ... იმედია ერთელაც მწვრთნელად გიხილავთ

0.069844