ფეხბურთი

0:10 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რემზი "იუვენტუსის" ფეხბურთელია

იტალიის ჩემპიონმა ტურინის „იუვენტუსმა“ აარონ რემზის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. უელსელი ფეხბურთელი „ბებერ ქალბატონს“ 2019 წლის 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

როგორც ტურინელთა ვებგვერდი იტყობინება, რემზიმ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

BBC-ის ინფორმაციით, რემზი „იუვენტუსში“ ანაზღაურების სახით სეზონში 23 მილიონ ევროს მიიღებს და შედეგად, ბრიტანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის უელსელმა „არსენალის“ მაისურით პრემიერლიგაში 256 თამაში ჩაატარა და 38 გოლის გატანა შეძლო. „მეთოფეთა“ გარდა ასევე უთამაშია „კარდიფ სიტისა“ და „ნოტინგემ ფორესტში“.

0.11377