ფეხბურთი

23:12 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას საგოლე პასი სადებიუტო მატჩში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ვაკო გვილიამ და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. ქართველი ფეხბურთელის „გორნიკმა“ კრაკოვის „ვისლასთან“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.

გვილიამ ჟაბრჟელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა და მეორე გოლში მონაწილეობა მიიღო. 37-ე წუთზე მატრაშმა სწორედ მისი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„გორნიკმა“ ამ გამარჯვებით 20 ქულა დააგროვა, ერთი საფეხურთი აღზევდა და ახლა მე-14 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113087