კალათბურთი

21:40 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის თებერვლის თვის საუკეთესო კალათბურთელია! (+VIDEO)

მალაგას „უნიკახას“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის თებერვლის თვის საუკეთესო კალათბურთელია. ხსენებული პატივი გიორგის „სან ბურგოსის“ წევრ დომინიკ სატონთან ერთად ერგო.

ორივე კალათბურთელის საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი მიმდინარე თვეში 27-ს გაუტოლდა და ეს საუკეთესო შედეგია.

შერმადინმა მადრიდის „რეალთან“ ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და საკუთარ გუნდს ორმაგი დუბლით შეეწია - 18 ქულა, 10 მოხსნა და 27 მარგი ქმედების კოეფიციენტი.

ქართველმა ცენტრმა „უნიკახას“ ბოლო ტურში „მანრესასთანაც“ ულიდერა. გიორგი აქტივში ამჯერად 19 ქულა, 5 მოხსნა და ისევ 27 მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო. საშუალოდ კი განვლილ ორ თამაშში შერმადინი ასეთი შედეგიანობით ირჯებოდა: 18.5 ქულა, 7.5 მოხსნა, 81% ზუსტი სროლა (13/16 ორქულიანი) და 73% საჯარიმოების სიზუსტე (11/15).

შერმადინი ლიგა ენდესას თვის საუკეთესო კალათბურთელად მეოთხედ დასახელდა. მანამდე, 2016-2017 წლების სეზონში (იანვარი, მარტი, მაისი) „მორაბანკ ანდორას“ რიგებში მოახერხა იგივეს გაკეთება.

0.114638