ფეხბურთი

22:40 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ დაითხოვეს

თურქეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, მირჩა ლუჩესკუმ დაკავებული პოსტიდა გათავისუფლებულია.

მხარეებმა თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ლუჩესკუს გათავისუფლების მიზეზი კი, რეალურად წარუმატებელი შედეგები გახდა. თურქეთის ნაკრებმა ერთა ლიგაზე წარუმატებლად ითამაშა და B დივიზიონიდან C დივიზიონში დაქვეითდა.

რუმინელი სპეციალისტი თურქეთის ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ლუჩესკუს ფათიჰ თერიმი შეცვლის.

0.113762