ჩოგბურთი

13:05 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი როტერდამში გვიან ღამით იწყებს

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც დღეს გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-20 ადგილზე გადაინაცვლა, მორიგ შეხვედრას დღეს გვიან ღამით ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში იმყოფება და ადგილობრივ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 2 098 480 ევრო) მე-9 განთესვით ჩაებმება. ნიკას პირველი მეტოქე სამხრეთკორეელი ჰეიონ ჩუნგი გახლავთ და ეს შეხვედრა ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით 24:00 საათამდე არ დაიწყება.
თუკი ბასილაშვილმა აზიელს აჯობა, 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს, მე-2 რაუნდში კი სლოვაკ მარტინ კლიჟანსა და უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

0.110603