ჭადრაკი

11:50 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეორე წრის მეორე დღეს ორი მონაწილე გაირკვა

საქართველოს 78-ე ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურის შეხვედრებში ნახევარფინალის 2 მონაწილე გაირკვა. ლევან ფანცულაიამ პირველი ყაიმის შემდეგ დაძაბულ ორთაბრძოლაში ირაკლი ბერაძე დაამარცხა და მომდევნო წრეში არუთინიან-შანავას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ლუკა პაიჭაძემ პირველი შეხვედრა მოიგო დავით მაღალაშვილთან და გუშინ, შავი ფიგურებით შესძლო ყაიმის დაფიქსირება. ნახევარფინალში მისი მეტოქე ჯოჯუა-ყუფარაძეს შორის მოგებული იქნება.

დავიდ არუთინიანმა და კონსტანტინე შანავამ ორივე პარტია ყაიმით დიდი ბრძოლის გარეშე დაასრულეს და დღეს, ტაი-ბრეიქზე გაარკვევენ ერთმანეთში უძლიერესს.

დავით ჯოჯუამ გიგა ყუფარაძესთან გუშინწინდელი მარცხის მერე შესძლო ძალების მობილიზება და მიკრო-მატჩის ანგარიშის გათანაბრება. დღეს, ორი დიდოსტატი ერთმანეთში გაარკვევს თუ ვინ გავა ნახევარფინალში.

დამატებითი ტაი-ბრეიქი ჭადრაკის სასახლეში 12:00 საათზე დაიწყება და ჭადრაკის მოყვარულებს შეუძლიათ "ჭადრაკიTV"-ს პირდაპირ ეთერში უქომაგონ რჩეულებს.

ტაი-ბრეიქი:

დავით არუთინიანი - კონსტანტინე შანავა (გამარჯვებული შეხვდება ლევან ფანცულაიას)

დავით ჯოჯუა - გიგა ყუფარაძე (გამარჯვებული შეხვდება ლუკა პაიჭაძეს)

მეოთხედფინალური მატჩების შედეგები:

ირაკლი ბერაძე 0,5:1,5 ლევან ფანცულაია
დავით არუთინიანი 1:1 კონსტანტინე შანავა
დავით ჯოჯუა 1:1 გიგა ყუფარაძე
დავით მაღალაშვილი 0,5:1,5 ლუკა პაიჭაძე

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური

0.117846