კალათბურთი

22:45 | 10.02.2019 | ნანახია 473 - ჯერ

დიქსონი კარიერას “რეჯიო ემილიაში” გააგრძელებს

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი კარიერას მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილ კლუბ “რეჯიო ემილიაში” გააგრძელებს.

28 წლის დიქსონი სერია A-ს კლუბში ისრაელის წარმომადგენელ “ბნეი ჰერცლიადან” გადაბარგდა, სადაც ის საშუალოდ 12.0 ქულას, 2.2 მოხსნას, 4.3 პასსა და 1.7 ჩაჭრას აგროვებდა.
შეგახსენებთ, რომ დიქსონმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც საშუალოდ 13.8 ქულა, 2.0 მოხსნა, 5.0 პასი და 1.4 ჩაჭრა ჰქონდა.
“რეჯიო ემილიას” იტალიის ჩემპიონატის 19 ტურის თავზე 5 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:51 | 12.02.2019
გორდა (159)

წარმატებები!
ის ჩვენს ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა!

23:35 | 10.02.2019
baraka (815)

წარმატებები მაიკლს. ყველაზე მაგარი ლეგიონერი ვისაც საქართველოსთვის სიხარული მოუტანია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125941
სარეკლამო ადგილი - 99
X x X