ფეხბურთი

19:05 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მაგდებურგი" გიორგი ლორიასთან ერთად დაუმარცხებელია

გერმანიის II ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაუშვა გიორგი ლორიამ. საქართველოს ნაკრების კიპერმა წინა ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, ხოლო ამჯერად „მაგდებურგისა“ და „ჰოლშტეინ კიელთან“ მატჩში იგივე ვერ გააკეთა.

ჩვენებურის გერმანული მშრალი სერია მატჩის მე-5 წუთზე დასრულდა, როდესაც იანი სერამ გაუტანა. გაშვებულ გოლში ლორიას ბრალეულობა არაა. დაცვის ხაზი ჩავარდა, სტუმართა შემტევი გიორგისთან პირისპირ აღმოჩნდა და ოთხი მეტრიდან გაიტანა.

„მაგდებურგმა“ თამაში მაინც არ წააგო და ტაიმის ბოლოს გატანილი გოლით ქულა გადაარჩინა. შეხვედრაც, 1:1 დასრულდა. ასე რომ, ლორიასთან ერთად „მაგდებურგი“ დაუმარცხებელია და სამ მატჩში 7 ქულა მოიპოვა. უშუალოდ „ჰოლშტეინ კიელთან“ მატჩს რაც შეეხება, ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და ოთხი სეივიც შეასრულა.

„მაგდებურგს“ 21 ტურში 18 ქულა აქვს და გასავარდნ ზონასთან ახლოს, მე-15 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში კი ბილეფელდში, „არმინიას“ ესტუმრება (17 თებერვალს).

0.115208