17:25 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი ტური სენტ ლუისში

სენტ ლუისში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (Cairns Cup 2019) მე-4 ტური წარუმატებელი გამოდგა ქართველი მოჭადრაკეებისთვის: ნანა ძაგნიძე (2513) თეთრი ფიგურებით რუს ვალენტინა გუნინასთან (2501) დამარცხდა, ბელა ხოტენაშვილმა (2491) კი თეთრებითვე ყაზახ ჟანსაია აბდუმალიკთან (2468) წააგო.

შედეგად, ძაგნიძე 1.5 ქულით აშშ-ს სახელით მოთამაშე ანა ზატონსკიხთან (2428) ერთად მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოს, ხოტენაშვილი კი 1.0 ქულით ფრანგ მარი სებაგთანა (2476) და გერმანელ ელიზაბეტ პაეტცთან (2466) ერთად, მერვე-მეთერთმეტე პოზიციებს ინაწილებს.

მე-5 ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავი ფიგურებით ითამაშებენ: ძაგნიძე პაეტცს დაუპირისპირდება, ხოტენაშვილი კი – რუს ალექსანდრა კოსტენიუკს (2532).
ცნობისთვის, 3.5 ქულით ლიდერი სწორედ კოსტენიუკი გახლავთ, რომელიც 0.5 ქულით უსწრებს თანამემამულე გუნინასა და აშშ-ს სახელით მოთამაშე ირინა კრუშს (2435).
შეგახსენებთ, რომ სენტ ლუისის ტურნირი ათ მოჭადრაკეს შორის წრიულად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 150 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 40 ათასს მიიღებს.

0.114493