გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცხრა შეხვედრა გაიმართა.
„ჰიუსტონი“ შინ „ოკლაჰომასთან“ 112:117 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ოკლაჰომელებმა 42:20 მოიგეს. პოლ ჯორჯმა გუნდს 45 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. ჯეიმს ჰარდენმა 42 ქულა ჩააგდო. რასელ უესტბრუკმა უილტ ჩემბერლენის რეკორდი გაიმეორა და ზედიზედ მეცხრე შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა, 21 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი. რასელმა კარიერაში 126-ე სამმაგი დუბლი გააკეთა.
„ბოსტონმა“ საკუთარ დარბაზში „კლიპერსთან“ 112:123 წააგო. შეხვედრაში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც „კლიპერსმა“ 42:26 მოიგო. ბოსტონელთა ლიდერმა კაირი ირვინგმა მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც შეხვედრა ვეღარ გააგრძელა. „ბოსტონში“ 19 ქულა ჰეივორდმა ჩააგდო, „კლიპერსში“ 21 ქულით ჰარელი გამოირჩა.
„იუტამ“ შინ „სან ანტონიო“ 125:105 დაამარცხა. „იუტა“ მეორე პერიოდში დაწინაურდა, რის შემდეგაც მეტოქემ ანგარიშის გათანაბრებაც კი ვეღარ მოახერხა. ყველაზე მეტი 23-23 ქულა დეროზანმა და მიტჩელმა ჩააგდეს.
„იუტა“ – „სან ანტონიო“ 125:105 (23:24, 39:24, 24:27, 39:30)
https://www.youtube.com/watch?v=6A4hE05rumQ
„ინდიანა“ – „კლივლენდი“ 105:90 (30:17, 24:25, 20:18, 31:30)
https://www.youtube.com/watch?v=b7F8dEWMxec
„ატლანტა“ – „შარლოტი“ 120:129 (31:46, 37:27, 18:33, 34:23)
https://www.youtube.com/watch?v=i6BVA9BoX4c
„ნიუ იორკი“ – „ტორონტო“ 99:104 (23:25, 19:21, 27:28, 30:30)
https://www.youtube.com/watch?v=wsZcuVTkSlo
„ბოსტონი“ – „კლიპერსი“ 112:123 (43:20, 31:33, 12:28, 26:42)
https://www.youtube.com/watch?v=thR9eE2jGOg
„ჩიკაგო“ – „ვაშინგტონი“ 125:134 (32:34, 29:42, 35:30, 29:28)
https://www.youtube.com/watch?v=TIEDaWcQgVU
„მემფისი“ – „ნიუ ორლეანი“ 99:90 (20:28, 21:16, 31:18, 27:28)
https://www.youtube.com/watch?v=awQMvAgwsJk
„ჰიუსტონი“ – „ოკლაჰომა“ 112:117 (28:25, 42:23, 20:42, 22:27)
https://www.youtube.com/watch?v=q9fLSDoiJiM
„მილოუკი“ – „ორლანდო“ 83:103 (19:20, 30:39, 15:20, 19:24)
https://www.youtube.com/watch?v=yd73wBZmWvM
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიტო არის ჯორდანი უკვდავი მეფე კალათბურთის.35 წლის იყო ტიპი ჩიკაგოს ბოლო სეზონში,82-ივე თამაშში რეგულარულში ითამაშა მაგარი დაცვაც და შეტევაც და პლეიოფში და ფინალში რომ არ გაუხარებია არავინ არც დაცვაში და არც შეტევაში ეგ სათქმელიც არაა.ლებრონი 34 წლისაა ახლა და ვიძახით რომ ასაკშია და მართლაც ეგრეა მაგრამ ტიპი 2-3 წელია უკვე დაცვას აღარ თამაშობს და ამ სეზონში შეტევაშიც გაუჭირდა
35 წლის ჯორდანი კი პარკეტის ორივე მხარეს ბრწყინავდა,სე
ბოლოს ბეჭდიდ აგვირგვინებდა სეზონს.ლებრონმა რომ დაცვა ითამაშოს ჯერ ისედაც არასდროს ყოფილა ჯორდანის დონის დამცველი მაგრამ რომ ითამაშოს დაცვა შეტევაში ვერაფერს ვეღარ გააკეთებს ღირებულს ისე დაიღლება.ვერც შეტევაში ვერ მიდის ჯორდანთან მიუხედავად იმისა რომ ის პარალელურად დაცვასაც თამაშობდა.მოკლედ ჯორდანთან ახლოს მაინც ვინც ლებრონს აყენებს იმას კალათბურთი ან მართლა არ ესმის ამ უბრალოდ ლებრონის თავგადაკლული ქომაგია
გადახედეთ უბრალოდ რა სეზონი აქვთ სხვებს და რა სეზონი აქვს ლებრონს.ფრინავენ ბიჭები და ამას მაგრად უჭირს უკვე ტემპში თამაში.ჰარდენი იანისი ჯორჯი დევისი კავაი სტეფი კეიდი ემბიდი და ბევრი სხვა კიდევ მართლა გლიჯავენ მთელი სეზონი ეს სუპერსტარები და რამდენიმე ისეთმა მოთამაშემ დაიწყო კიდევ უმაღლეს დონეზე თამაში ვინებისგანაც არ ელოდნენ და მართლა დიდი სარგებელი მოაქვთ გუნდისთვის,ლებრონს კი სერიოზული რეგრესი აქვს.არაფერ შუაში აღარაა უკვე ოლსტარის შემდეგ დაიწყებს თამაშს,ძალებს ინახავს,პლეიოფში ითამაშებს მაგრად და ასეთი საუბრები.სეზონის ცუდი სტარტის მიუხედავად მეც მქონდა მაგის იმედი და რავიცი კიდევ დავიტოვებ მაგ იმედს, მაგრამ სიმართლე ვთქვა დიდად აღარ მჯერა უკვე ძველი ლებრონის დაბრუნების.ფაქტია ტიპს აქვს საშინელი სეზონი და არის საშინელ ფორმაში,ასე იყო ტრავმამდეც და მის შემდეგ რომ უარესია იმდემად გასაკვირი არცაა.რთულად წარმომიდგენია უცებ აკრიფოს და ძველი ფორმა დაიბრუნოს.მაგრად უჭირს უკვე ლებრონობა
მგონი დროა უკვე რომ რეალობას თვალი გაუსწოროს ყველამ.იმედი მქონდა და კიდევ მაქვს იმედი ყველა თამაშის წინ რომ ლებრონი მოუმატებს მაგრამ თამაშს როცა ვუყურებ ვხვდები რომ ლებრონის დრო მიდის.აღარაა ისეთი რაც თუნდაც გასულ სეზონში იყო.ასე თუ გააგრძელა მალე დაკარგავს უკვე ლიგის საუკეთესო მოთამაშის სტატუსს თუ უკვე დაკარგული არ აქვს.ძაან ცუდი სეზონი აქვს და მარტო ამ სეზონით რომ შეაფასოს კაცმა ამ სეზონის ტოპ 10 მოთამაშეშიც არაა შესაყვანი მაგრამ ლებრონია მაინც,ლეგენდა და სახელია.თამაშობს საშინელ დაცვას და შეტევაშიც ვერაფერს აკეთებს,ძაან ხშირად უბრალოდ იჭედება და არ იცის რა ქნას.გასულ სეზონშიც კატასტროფა იყო დაცვაში მაგრამ შეტევაში მოქონდა მაგარი კრეატივი და აბალანსებდა,ამ სეზონში კი რამდენიმე ძაან ცოტა თამაშს თუ არ ჩავთვლით ტიპი უბრალოდ ზეროა,ზერო რა თქმა უნდა იქედან გამომდინარე რაც ლებრონს აქამდე უკეთებია და რაც კიდევ მოეთხოვება თორემ ცოტა რაღაცას ბუნებრივია კიდე აკეთებს.მაგრად გაუჭირდა ლეიკერსში თამაში და ორი მიზეზი აქვს მაგას.წნეხი რაც ლეიკერსში თამაშს ახლავს და ასაკი
ძაან დონეა რასელი მაგრამ სამმაგ დუბლებთან ერთად ბეჭედზეც რო იფიქროს ცუდი არ იქნება
ფიქრობენ ეგ და ჯორჯი. მეტი რა ქნან ?
რუსსელ მოზერ ფაკერ ვესტბრუკიი :X:X:XXXXX
ბეჟანიშვილს დაუმხია თავზე ამერიკის სტუდენტური ლიგა და დაწერეთ ეგეც არ იქნება ზედმეტი
მაინც ხისთავაა
ისე მართლა მაგარია ტიპი, აი ლავი რომ დაემატებინათ და მომავალ ზაფხულს კლეი ვაფშე დაგლიჯავდა.
რაღაც თეორიების არ მჯერა მაგრამ ამ კლიპერსთან როგორ უნდა წააგო თანაც სახლში არვიცი, არ ვიცი!