ფეხბურთი

11:52 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "მანჩესტერ სიტი" ევროპაში საუკეთესო გუნდია"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "მანჩესტერ სიტისთან" გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მანჩესტერული გუნდი ევროპაში საუკეთესოა და "არისტოკრატებს" იოლი მატჩი არ ელით.

"ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ. შეიძლება წელს ტიტული მოვიგოთ, თუმცა პრემიერლიგაში ვერა, რადგან აქ ჩემპიონობისთვის მთავარი დაპირისპირება "ლივერპულს" და "მანჩესტერ სიტის" შორის მიმდინარეობს. ყველამ კარგად ვიცით, რომ "სიტი" ევროპაში საუკეთესო გუნდია." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

"ქალაქელები" "არისტოკრატებს" 10 თებერვალს უმასპინძლებენ. პრემიერლიგის 26-ე ტურის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სატურნირო ცხრილში "მანჩესტერ სიტის" 62 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო "ჩელსი" 50 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109415