ფეხბურთი

2:35 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ნანატრი გოლი და გამარჯვება

იტალიის სერია A-ს 23-ე ტური ოთხ დღეზეა გაწერილი - ჯერ კიდევ ხუთშაბათს დაიწყო და კვირას დასრულდება. ტური დედაქალაქური გუნდების, „რომასა“ და „ლაციოს“ გამარჯვებებით გაიხსნა, ხოლო ამჯერად საქმეში „ნაპოლი“ და „ინტერი“ ჩაერთვნენ.

საერთოდ, შაბათი დღე კალჩოში მეტად მწირი შედეგიანობით გამოირჩა. ორი მატჩი და ერთადერთი გოლი. ფლორენციაში, „ნაპოლის“ ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა „ფიორენტინასთან“, მაგრამ „იების“ კარის დარაჯი ალბან ლაფონი უბრალოდ შეუდარებლად ირჯებოდა. საპასუხოდ, არც მასპინძლები ყოფილან უსაქმოდ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ გოლი არ გავიდა. „ნაპოლიმ“ ორი ქულა დაკარგა, თუმცა „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა მინიმუმ ერთი დღით მაინც, ერთი ქულით შეამცირა. ტურინელები ამ ტურის შეხვედრას დღეს ჩაატარებენ და ვნახოთ ისარგებლებენ თუ არა „ფიორენტინას“ საჩუქრით.

წინა ტურში „პარმამ“ ტურინში სასწაული შეძლო და „იუვენტუსთან“ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. თავის მხრივ, „ინტერს“ ზედიზედ სამი ტური გოლიც ვერ გაეტანა და „ენიო ტარდინიზე“ ამ ფაქტების გამო კიდევ უფრო საინტერესო მატჩი იყო მოსალოდნელი.

შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. სანამ „ინტერი“ გამარჯვების გოლს გაიტანდა, იქამდე ბევრჯერ შეეძლო მეტოქის კარის აღება, მაგრამ ხან ფორტუნა არ სწყალობდა, ხანაც მეკარე იყო შეუდარებელი. 77-ე წუთზე ლუჩანო სპალეტიმ საქმეში ლაუტარო მარტინესი ჩართო და არგენტინელს ორი წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ გმირი გამხდარიყო - გამარჯვების გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, "ნერაძურიმ" სერია A-ში 366-წუთიანი მშრალი სერია დაასრულა. აქამდე ბოლოს გოლი გასული წლის 29 დეკემბერს, "ემპოლისთან" ჰქონდა გატანილი. ამრიგად, „ინტერმა“ მოუგებელი სერია როგორც იქნა დაასრულა და მესამე პოზიცია გაიმყარა, რომელსაც ახლა 43 ქულით ამაგრებს.

„ფიორენტინა“ – „ემპოლი“ 0:0 (0:0)

„პარმა“ – „ინტერი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლაუტარო მარტინესი (79)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113301