ჭიდაობა

23:10 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ზოიძე ზაგრების გრან-პრის ფინალშია

დღეს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში სტარტი აიღო საერთაშორისო გრან-პრის გათამაშებამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც UWW-ს სარეიტინგო ტურნირების სიაში შედის.

საქართველოს ჩემპიონმა რამაზ ზოიძემ (72 კგ.) საფინალო გზაზე სამი მეტოქე ჩამოიცილა - ნორვეგიელ იორგენსენს 13:6, სერბ მათე ნემესს 10:4 და ნახევარფინალში პოლონელ ბერტანეკს 11:2 მოუგო, ხვალ ფინალში კიე უნგრელ ატილა ფრიცს დაეჭიდება.

ხვალვე ბრინჯაოს მედლისათვის შესაძლოა ვერ იასპარეზოს აივენგო რიკაძემ (82 კგ.). ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში წმინდად დაამარცხა ხორვატი საჩიჩი, რა დროსაც ფეხის ტრავმა მიიღო და ნახევარფინალში ბულგარელ მეტოქესთან არ გამოცხადდა.

ბრინჯაოს მედლისათვის დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებს ბრძოლას ირაკლი ძიმისტარიშვილი (63 კგ.), რომელიც ხორვალ ფრიისტალს შეხვდება.

ფინალური ბლოკი ხვალ 10 თებერვალს 20:30 საათიდან დაიწყება.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.11974