ფეხბურთი

17:34 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი აზარის ნაცვლად

მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ შესაძლოა ერთი აზარი მეორემ შეცვლოს. Bild-ის ცნობით, ტორგენ აზარს „დორტმუნდი“ ეპატიჟება და მზადაა მის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გაიღოს.

„გლადბახში“ კი, აზარის შემცვლელად „სერკლ ბრიუგეს“ წევრ კილიან აზარს განიხილავენ, რომლის სატრანსფერო უფლებები ლონდონის „ჩელსის“ ეკუთვნის. საინტერესოა, რომ კილიანი და ტორგენი ძმები არიან. ასევე მათი ძმაა „ჩელსის“ შემტევი ედენ აზარი.

გარდა ამისა, ტორგან აზარს ბრიტანული მედია „ჩელსიში“ უფროსი ძმის, ედენის შემცვლელადაც განიხილავს. მიმდინარე სეზონში ტორგენ აზარს ბუნდესლიგაში გოლი+პასის სისტემით 17 ქულა აქვს დაგროვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.102066