საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და უკვე გაირკვა მისი მეტოქე პირველ რაუნდში.
ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ანდრეას სეპის დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 37-ე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული დაპირისპირება 11 თებერვალს გაიმართება. ბასილაშვილი და სეპი აქამდე ორჯერ შეხვედრილან ერთმანეთს და თანაფარდობაა: თითო გამარჯვება-წაგება.
2017 წლის 23 მაისს, ლიონის ტურნირზე ბასილაშვილმა ორ სეტში 6:4, 6:4 გაიმარჯვა, ბოლო დაპირისპირება კი 2018 წლის 4 აპრილს, ბუდაპეშტში, იტალიელის გამარჯვებით დასრულდა - 6:4, 7:6.
აქვე გეტყვით, რომ როტერდამის ტურნირი 9-დან 17 თებერვლამდე გაიმართება.