ფეხბურთი

15:24 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" და შკრინიარი შეთანხმდნენ

მილანის „ინტერის“ მცველი მილან შკრინიარი გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და უახლოეს პერიოდშ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

შეთანხმების საფუძველზე სლოვაკი „ნერაძურისთან“ ხელშეკრულებას 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მისი გასამრჯელო სეზონში 1.7 მილიონს შეადგენს.

23 წლის შკრინიარი „ინტერს“ 2017 წლის ზაფხულში გენუის „სამპდორიადან“ შეუერთდა. მას შემდეგ სლოვაკმა მცველმა ლომბარდიელთა რიგებში 61-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

0.109276