თურქულ შეკრებაზე მყოფი „ვიტ ჯორჯია“ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა. „ვეტერინარები“ პოლონეთის პირველი ლიგის ზამთრის ჩემპიონ „რაკოვს“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა 2:1 დათმეს.
პირველმა ტაიმმა გატანილი გოლების გარეშე ჩაიარა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე პოლონელები მატეუშ ზახარამ დააწინაურა. ოციოდ წუთში კი ტომაშ პეტრაშეკმა სხვაობა ორბურთიანი გახადა. „ვიტ ჯორჯიამ“ ანგარიშის შემცირება ნოდარ კიკნაველიძის გოლით მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აქვე გეტყვით, რომ მატჩის მიწურულს გუნდებს შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა შეხვედრა დროზე ადრე, 88-ე წუთზე დაასრულა.