ფეხბურთი

10:55 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ, რატომ 26?

ინგლისური ფეხბურთისა და ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდამ ჯონ ტერიმ თითქმის მთელი კარიერა 26-ნომრიანი მაისურით გაატარა. ყოველშემთხვევაში, „არისტოკრატების“ რიგებში ინგლისელს სხვა ნომრით არასდროს უთამაშია.

სოციალურ ქსელში ტერის ჰკითხეს - რატომ 26? ჯონის პასუხმაც არ დააყოვნა, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა:

„როდესაც „ჩელსის“ პირველ გუნდში მოვხვდი, ეს იყო ჩემი ნომერი. და, შემდეგ, როცა დავინახე გულშემატკივრებს ჩემი მაისური ამ ნომრით ჰქონდათ შეძენილი, არ მინდოდა, ფული სხვა მაისურში დაეხარჯათ“, - უპასუხა ჯონმა.

შეგახსენებთ, ჯონ ტერი „ჩელსის“ რიგებში 1998-2017 წლებში თამაშობდა (ხსენებულ პერიოდში ერთი სეზონი „ნოტინგემში“ იყო განათხოვრებული) და 717 შეხვედრაში 67 გოლი გაიტანა. ინგლისელმა მცველმა ლონდონური გუნდის მაისურით ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მათ შორის, ინგლისის პრემიერლიგა (5-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა.

სომბოლურია, რომ „ჩელსის“ რიგებში ბოლო შეხვედრაში, რომელიც „სანდერლენდის“ წინააღმდეგ ჩაატარა, ლეგენდა 26-ე წუთზე შეცვალეს.

0.117084