ფეხბურთი

11:23 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: "მე და გვარდიოლა არიგო საკის შვილები ვართ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩისწინ „ქალაქელთა“ თავკაცი პეპ გვარდიოლა შეაქო. იტალიელი მწვრთნელის განცხადებით, ის და პეპი არიგო საკის შვილები არიან.

„გვარდიოლა ევროპის საუკეთესო გუნდს ხელმძღვანელობს, დიდი მწვრთნელია და როდესაც ზაფხულში მასთან ერთად ვივახშმე, სიამოვნებით ვუსმენდი. მე და პეპი არიგო საკის შვილები ვართ, ყველაფერი მისგან დაიწყო“, - განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შეხვედრა 10 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120527