თურქეთში მყოფმა დედაქალაქურმა “საბურთალომ”, რომელიც მეორე შეკრებას გადის, ამხანაგური მატჩი შვედეთის უმაღლეს ლიგელ “ესკილსტუნასთან” გამართა და ფრედ, 1:1 დაასრულა შეხვედრა.
პირველ ნახევარში თბილისელებმა გახსნეს ანგარიში – გატანილი გოლით თავი შეტევაში ჩართულმა მცველმა ნიკოლოზ მალიმ გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში შვედებმა გამთანაბრებელი გოლი გაიტანეს. ამის შემდეგ, ჩემპიონებს წინ გასვლის კარგი შესაძლებლობა მიეცათ, როდესაც ბექა გვარაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, გიორგი კოხრეიძე ურტყამდა კარში, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. საბოლოოდ - 1:1.
მორიგ საკონტროლო შეხვედრას საბურთალოელები 12 თებერვალს ბოსნიის “სარაევოსთან” გამართავენ.
საბურთალო (პირველი ტაიმი): მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი, გი, ვაგნერი, შინდაგორიძე, დვალიშვილი.
საბურთალო (მეორე ტაიმი): მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, კაკუბავა, ცნობილაძე, თევზაძე, ტერა, დიასამიძე, გვარაძე, კოხრეიძე, გოშთელიანი, როლოვიჩი.
"საბურთალოს" პრესსამსახური