სხვა

2:00 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში 6 ქართველი ჩაებმება

8 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. ფესტივალს 10-15 თებერვალს სარაევო უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში (სამთო - სათხილამურო სპორტი, ფიგურული ციგურაობა) სულ 6 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

(სარაევო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, 10 -15 თებერვალი)

მონაწილე ქვეყანა - 46

სპორტის სახეობა - 8

სპორტსმენთა რაოდენობა - 1000- მდე

გახსნის ცერემონია - 10 თებერვალი

დახურვის ცერემონია - 15 თებერვალი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მონაწილე ქართველი სპორტსმენები

1. ნოდარ კოზანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი )

2. გიორგი აბრამაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი )

3. სანდრო ჟორჟოლიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი )

4. ნინო კურტანიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი )

5. მაგატა ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი )

6. ალინა ურუშაძე (ფიგურული ციგურაობა )

შეჯიბრების განრიგი

11 თებერვალი - გიგანტური სლალომი (გოგონები)

12 თებერვალი - გიგანტური სლალომი (ვაჟები)

13 თებერვალი - სლალომი (გოგონები)

13 თებერვალი - ფიგურული ციგურაობა ( მოკლე პროგრამა)

14 თებერვალი - სლალომი (ვაჟები)

14 თებერვალი - ფიგურული ციგურაობა (თავისუფალი პროგრამა)

15 თებერვალი - პარალელური სლალომი (შერეული წყვილები)

სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, საქართველოს დელეგაციის მედროშე იქნება სანდრო ჟორჟოლიანი.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს სარაევოში წარმატებული გამოსვლა უსურვა.

დელეგაცია სარაეოვოში 9 თებერვალს გაემგზავრება და 16 თებერვალს დაბრუნდება სამშობლოში.

www.geonoc.org.ge

0.123708