ჭადრაკი

22:42 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია!

დავით ჯოჯუა, ლუკა პაიჭაძე და დავით მაღალაშვილი საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატის მეორე წრეში იასპარეზებენ.

დავით ჯოჯუას და მერი არაბიძის პირველი მიკრო-მატჩი (25 წთ.) ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩში (10 წთ.) ჯოჯუმ იმარჯვა: 1.5:0.5.

ანალოგიურად განვითარდა დავით მაღალაშვილის და ნიკოლოზ პეტრიაშვილის მატჩიც. ჯერ 1:1 და შემდეგ 1,5:0,5 მაღალაშვილის სასარგებლოდ.

ლუკა პაიჭაძემ პირველივე ტაი-ბრეიქში 1.5:0.5 დაამარცხა ნიკოლოზ კაჭარავა.
ამრიგად, მეორე წრეში ითამაშებენ: ფანცულაია, არუთინიანი, ბერაძე, ყუფარაძე, შანავა, პაიჭაძე, მაღალაშვილი და ჯოჯუა.

მეორე წრის პირველ სათამაშო დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
ლევან ფანცულაია - ირაკლი ბერაძე
დავით არუთინიანი - კონსტანტინე შანავა
დავით ჯოჯუა - გიგა ყუფარაძე
ლუკა პაიჭაძე - დავით მაღალაშვილი

თამაშების დასაწყისი: 14:00 საათზე.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური

0.111758