ინგლისის პრემიერლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად ოლე გუნარ სოლსკიაერი დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.
„მანჩესტერმა“ იანვარში ოთხი თამაში ჩაატარა (პრემიერლიგაში), სამი მოიგო („ნიუკასლთან“, „ტოტენჰემთან“ და „ბრაიტონთან“), ხოლო „ბარნლისთან“ ფრე ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ სოლსკიაერი „მანჩესტერის“ პირველი მწვრთნელია 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, რომელიც პრემიერლიგის თვის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს.
ნორვეგიელმა შონ დაიჩის („ბარნლი“) და რალფ ჰასენჰუტლის („საუთჰემპტონი“) კონკურენციაში გაიმარჯვა. აქვე გეტყვით, რომ თვის საუკეთესო ფეხბურთელად ასევე "მანჩესტერის" წევრი, მარკუს რაშფორდი დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი“ ამჟამად პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ჩელსის“ 2 ქულით ჩამორჩება.