ფეხბურთი

20:34 | 2.10.2014 | ნანახია NaN - ჯერ

როისმა ვარჯიში დაიწყო

დორტმუნდის” ლიდერმა მარკო როისმა ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო. ამის შესახებ რურის კლუბის საიტი იუწყება. როგორც იცით, როისმა მუნდიალი გამოტოვა, აგვისტოში დაიწყო ჯერ ვარჯიში, შემდეგ თამაში და 7 სექტემბერს გერმანია-შოტლანდიის შეხვედრის ბოლო წუთებზე დაშავდა - კოჭის ტრავმა მიიღო.

როისი უახლოეს სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს, მინდორზე მის დაბრუნებას 18 ოქტომბერს “კიოლნთან” ბუნდესლიგის მატჩი ელიან.

ილია კახელიშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124268