ჭიდაობა

0:20 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკების ხუთი მედალი ბელარუსიდან

7-8 თებერვალს, მინსკში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრე მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირი "დათუნია" თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს შორის გაიმართა.

ქართველმა ჭაბუკებმა 5 მედლის მოპოვება შეძლეს. ტურნირის ვიცე-ჩემპიონები ანზორ გოლუბიანი (71 კგ.), გიორგი ჩიხრაძე (92 კგ.) და ნიკოლოზ ბარაბაძე (110 კგ.) გახდნენ, მესამე საპრიზო ადგილები კი დავით კუჭუაშვილმა (71 კგ.) და დავით კოღუაშვილმა (80 კგ.) დაიკავეს.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.11365