ვილი ისიანის “დეტროიტ მერსი ტიტანსმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და ჰორიზონის კონფერენციის ლიდერ “ნორსერნ კენტაკი ნორსთან” უშანსოდ დამარცხდა – 65:97.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13 წუთში 3 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ვილიმ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
დეტროიტელები 6-6 მოგება-წაგებით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 10 თებერვალს “რაიტ სთეით რაიდერსთან” გამართავენ.