ფეხბურთი

17:41 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში ვილიამსი გამოარჩიეს

ესპანური ლა ლიგის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ბილბაოს „ატლეტიკის“ შემტევი ინიაკი ვილიამსი დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლა ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

„ბილბაოს“ ფეხბურთელმა იანვარში 4 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ოთხი თამაშიდან ბასკებმა სამი მოიგეს და ერთხელ ფრე ითამაშეს.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ფორვარდის ანგარიშზე 22 მატჩი, 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

0.122553