ჩოგბურთი

15:47 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი მარცხი ფედერაციის თასზე

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში მე-3 დღეც წარუმატებლად დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა B ჯგუფში ერთნაირი ანგარიშით (1:2) უკვე წააგეს სერბეთთანა და ხორვატიასთან, დღეს კი, ლიგაში დასარჩენად თურქეთს ეთამაშებიან.
უკვე დასრულდა შეხვედრა მარიამ ბოლქვაძესა (312-ე რეიტინგში) და კაგლა ბუიუკაკჩაის (258-ე) შორის. მართალია, ქართველი ჩოგბურთელი პირველ სეტში 4:2-ს იგებდა, მას შემდეგ მხოლოდ 1 გეიმში იმარჯვა და 4:6, 1:6 დამარცხდა.
ამ წუთებში იწყებს შეხვედრას საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე (151-ე), რომლის მეტოქეც თურქეთის საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი პემრა ოზგენი (238-ე) იქნება.
თუკი არაფერი შეიცვალა, დღის დასკვნითი მატჩი ტრადიციულად წყვილთა შორის შედგება: გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა ძალებს ოზგენთანა და იპეკ სოილუსთან მოსინჯავენ.

0.116637