ტრაგედია დატრიალდა „ფლამენგოს“ სპორტულ ცენტრში. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ხანძრის შედეგად რიო დე ჟანეიროს დასავლეთით „ფლამენგოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელების საცხოვრებელი განადგურდა.
სპორტულ კომპლექსში ცეცხლი ადგილობრივი დროით 7:20 საათზე გაჩნდა. ინციდენტის შედეგად, "ფლამენგოს" აკადემიის წევრი 10 ფეხბურთელი დაიღუპა. გარდაცვლილები 14 და 15 წლის მოზარდები იყვნენ, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაზუსტებული არაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია