ფეხბურთი

15:05 | 8.02.2019 | ნანახია 2198 - ჯერ

ანანიძე: "არსენალი" მიწვევდა, დამიმალეს და ახლა გავიგე"

სამარის „კრილია სოვეტოვის“ ნახევარმცველ ჯანო ანანიძის Match TV-ისთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუ უკვე შემოგთავაზეთ. ამჯერად ჯანომ Championat-თან ისაუბრა, რომლისგანაც ერთ საინტერესო ამონარდის წარმოგიდგენთ.

ანანიძე ამბობს, რომ მისთვის მთავარი ფული კი არა - თამაშია. როგორც ჩვენებურმა თქვა, თურმე ლონდონის „არსენალი“ იწვევდა, მაგრამ ეს ახლახან გაიგო, „სპარტაკში“ დაუმალეს...

„ევროპისკენ მეც ვიყურები. ახლა გადავწყვიტე სამარაში ინგლისური ენის მასწავლებელი ავიყვანო, საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. ეს კარიერაში სასარგებლოა. „ვიტესში“ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩამეშალა.

სხვა ქვეყნებიდანაც ხშირად იყო დაინტერესება. ლონდონის „არსენალს“ სურდა ჩემი დამატება, მაგრამ ამის შესახებ „სპარტაკში“ არაფერი მითხრეს, ახლახან გავიგე. სხვა გუნდებიდან, რომელიც ნამდვილად ვიცი, შემიძლია გამოვყო „ვალენსია“, რომელიც მაშინ ძლიერი იყო. სილვა და სხვა ვარსკვლავები ჰყავდა. თუმცა, „სპარტაკმა“ გადაწყვიტა, რომ არ გავეშვი და მეც ასე ვფიქრობდი, 18-19 წლის ვიყავი და დარჩენა ვამჯობინე.

ფული მთავარი არაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ „სპარტაკში“ კონტრაქტის გამო ვარ, ცდება. ეს ასე არაა. მთავარი თამაშია. „ვიტესში“ გადასვლით მზად ვიყავი დაბალ ხელფასზე (40% მხოლოდ გადასახადებებია), სადაც სლუცკი მეპატიჟებოდა. თუმცა, არ გამოვიდა და ამიტომ, „კრილიაში“ გადასვლა გადავწყვიტე ბოჟოვიჩთან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა გუნდებიც მეპატიჟებოდნენ“, - განაცხადა ჯანომ.

შეგახსენებთ, ანანიძე „კრილია სოვეტოვში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:59 | 09.02.2019
abuka (1007)

საცაა კარიერას დაასრულებს და ახლა დაიწყო ევროპისკენ გახედვა და ინგლისურის სწავლა?მდააა

23:05 | 12.02.2019
Sport With pleasure (4571)

რატო დაასრულებს კარიერას 26 წლისაა

23:19 | 12.02.2019
Sport With pleasure (4571)

.. ჩემი აზრით წინაც წაიწევს თუ მოინდომებს❤️

23:15 | 08.02.2019
araza-1918 (6330)

ღრუსები ეგეთები არიან

22:05 | 08.02.2019
xandakeli (1759)

საქართველოს ნაკრების დონის ფეხბურთელია არც მეტი არც ნაკლები

20:09 | 08.02.2019
Erovnuli-Nakrebi (11812)

ისე მართლა იყო არსენალის და მითუმეტეს ვალენსიის დონის

19:53 | 08.02.2019
dinamo222 (8587)

რას ქვია დაუმალეს ? რაა ცხრაკლიტულში იყო ცაკეტილი და პირადად ვერ ნახეს ? ან რგ სპარტაკია თუ კაგებე რომ ინფორმაციამ ბერ გამოაღწიოს იქედან ??

20:08 | 08.02.2019
Erovnuli-Nakrebi (11812)

სპარტაკი კია კაგებე, მარა ეგ მაინც ზღაპარია

17:07 | 08.02.2019
SantaBarbara (619)

არსენალის ინტერესის შესახებ დაუმალეს, თორე რომ ცოდნოდა, მაინც არ გადავიდოდა ამის დასტური ის არის, რომ ვალენსიაში არ გადავიდა

16:27 | 08.02.2019
xandakeli (1759)

ბარსას და იუვეტუსი კიდევ და უმალავდენ როსტოვში ერჩივნათ განათხოვრებული ყოლიყოთ

0.128493