აშშ-ს ქალაქ სენტ ლუისში მიმდინარე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირის მე-2 დღე წარმატებული გამოდგა ქართველებისთვის.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის სასტარტო ტურში ორივე ჩვენებურმა წააგო, გუშინ კი განსხვავებული სურათი გვქონდა: ბელა ხოტენაშვილმა (2491) თეთრი ფიგურებით გერმანელი ელიზაბეტ პაეტცი (2466) დაამარცხა, ნანა ძაგნიძე (2513) კი შავებით ინდოელ დრონავალი ჰარიკას (2471) დაუზავდა.
ამ დროისთვის, 1.5-1.5 ქულით ჟანსაია აბდუმალიკი (ყაზახეთი, 2468), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2532), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2501) და ირინა კრუში (აშშ, 2435) ლიდერობენ, ხოტენაშვილი 1.0 ქულით მეხუთე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, ძაგნიძე კი 0.5 ქულით მერვე-მეცხრე პოზიციებს იყოფს.
მე-3 ტურში, რომელიც დღეს ღამით შედგება, ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ფრანგ მარი სებაგს (2476) დაუპირისპირდება, ხოტენაშვილი კი შავებით ძალებს აშშ-ს სახელით მოთამაშე ანა ზატონსკიხთან (2428) მოსინჯავს.
შეგახსენებთ, რომ სენტ ლუისური ტურნირი (Cairns Cup 2019) ათ მონაწილეს შორის წრიული სისტემით მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 40 ათასს მიიღებს.