სხვა

17:23 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მილიონობით მოქალაქის ელექტრონული მოწყობილობები შემოწმდება

იაპონიის მთავრობა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის მილიონობით მოქალაქის ელექტრონული მოწყობილობების შემოწმებას გეგმავს.

მთავრობა შესაძლო ხარვეზებისგან დასაზღვევად კიბერ-უსაფრთხოების ფარგლებში ინტერნეტთან წვდომის მქონე დაახლოებით 200 მილიონ მოწყობილობას შეისწავლის. ამ მხრივ მათ დაეხმარება ინფორმაციისა და კომუნიკაციათა ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების (ინტერნეტ როუტერიები, ვებკამერები და ინტერნეტთან დაკავშრებული საოჯახო მოწყობილობები) მოწყვლადობის შესწავლას მიმდინარე თვეში შეუდგება.

აღნიშნულია, რომ კვლევის ჩასატარებლად ქვეყნის კანონმდებლობისგან მათზე შეზღუდვა არ იმოქმედებს.

ინფორმაციისა და კომუნიკაციათა ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლის განმარტებით, ისინი გამოიყენებენ სუსტ პაროლებს და ამით განსაზღვრავენ, რამდენადაა დაცული შესაბამისი მოწყობილობები ჰაკერთა წვდომისგან. ასევე ხაზგასმულია, რომ მათ სამიზნეში არ იქნება ისეთი პირადი მობილიური მოწყობილობები, როგორიც სმარტფონებია.

geonoc.org.ge

0.112499